ჩვენს შესახებ
ჯობსეიფთი არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია
ჩვენი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებში, შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიმართ, დამკვიდრდეს სისტემური მიდგომა და დამყარდეს შრომის უსაფრთხოების კულტურა.
ჩვენი კომპანიის საქმიანობის მიზანია, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და საერთაშორისო ორგანიზაციის ILO, ISO – 45001 და OHSAS – 18001, 18002 სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში დასაქმებულ კომპანიებს, მათი სამუშაო სპეციფიკიდან, გამომდინარე შევუქმნათ მათზე მორგებული შრომის უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული სისტემა რომლის კომპონენტებია: პოლიტიკა, ორგანიზაცია, დაგემვა, დანერგვა, სრულყოფის ღონისძიებები, იგი მოიცავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების ღონისძიებებს, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას. ჩვენი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებში, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართ, დამკვიდრდეს სისტემური მიდგომა და დამყარდეს შრომის უსაფრთხოების კულტურა – ინციდენტების გარეშე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების სფეროში.
რატომ უნდა ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით
შრომის უსაფრთხოების კომპანია ჯობსეიფთი, მიზნად ისახავს სტანდარტის დანერგვას შრომის უსაფრთხოების, საწარმოო ჰიგიენის, სამუშაო სივრცეში საფრთხეების აღმოჩენისა და რისკების მართვის მენეჯმენტში.
2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.
საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4486188?publication=0
საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/93748?publication=6
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1020717?publication=0