დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 40-დან 100 ინსპექტორამდე გაიზარდა.
✔️ ინსპექტორების რაოდენობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად განისაზღვრა.
✔️ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.