რომელი დარგები შემოწმება მაღალი ინტენსივობით
დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესი, რომლის მიხედვითსაც ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის – რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საქმიანობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რისკი უფრო მაღალია. აღნიშნული მეთოდის საშუალებით დადგინდება ისეთი დარგები, რომლებიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენენ საფრთხისშემცველ საქმიანობებს, თუმცა მათი სპეციფიკის გათვალისწინებით მავნეა ადამიანის (დასაქმებულის) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, შრომის ინსპექციის მიერ ასეთი დარგების შემოწმება მაღალი ინტენსივობით განხორციელდება, რათა დროულად იქნეს იდენტიფიცირებული დარღვევა და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.