(+995) 568 002 991 jobsafetyge@gmail.com ორშ-პარ 10:00-19:00 შაბ 11: 00-15:00

საბაზისო დოკუმენტაცია

კანონმდებლობის თანახმად – დამსაქმებელმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად, საწარმოს სიდიდიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის მიხედვით უნდა შეაფასოს ეს რისკი, უნდა განაახლოს რისკის შეფასების შესახებ დოკუმენტი და მიიღოს შესაბამისი ზომები შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე: ა) იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე; ბ) შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია; გ) იზრუნოს საფრთხის შემცირებაზე, მათ შორის, მისი წყაროს აღმოფხვრაზე; დ) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორები უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორებით; ე) შეიმუშაოს თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის თავისებურებებს; ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შემცირების ან აღმოფხვრის ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ყველა სახის საქმიანობის დროს და საწარმოს მმართველობის ყველა დონეზე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებს, განმახორციელებლებს და განხორციელებისათვის საჭირო სახსრებს;

გთავაზობთ საბაზისო დოკუმენტების:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას;
  • შრომის უსაფრთხოების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებას;
  • სახანძრო უსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავებას;
  • საევაკუაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავებას;
  • დასაქმებულთათვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროებისა და რაობის განსაზღვრა. მათი მოვლა, პატრონობის გამოყენების წესების შემუშავებას;
  • ინსტრუქტაჟების შემუშავებას.

მომსახურების საფასური  დამოკიდებულია ობიექტის სიდიდეზე,  საქმიანობის სპეციფიკაზე და დასაქმებულთა რაოდენობაზე. საორიენტაციო ფასის გასაგებად გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით. ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.

კითხვარი

Categories