(+995) 568 002 991 jobsafetyge@gmail.com ორშ-პარ 10:00-19:00 შაბ 11: 00-15:00

საევაკუაციო გეგმის გამზადება

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები,  ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა  ევაკუაციის გეგმა რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული. ობიექტების ხელმძღვანელებმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყონ ხანძრის დროს პერსონალის მოქმედებების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.

გთავაზობთ:

  • უმაღლესი ხარისხის საევაკუაციო გეგმების დამზადებას;
  • კანონით გათვალისწინებული მანიშნებლების და ცეცხლმაქრის ადგილმდებარეობის განსაზღვრას;
  • პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობისა და რაობის განსაზღვრას;

საევაკუაციო გეგმების მომზადება მოხდება 15 სამუშაო დღის განმავლობაში რაც დამოკიდებულია ობიექტის ფართობსა და კომპლექსურობაზე. 

საევაკუაციო ერთი გეგმის ელექტრონული ფორმით მომზადების, ამობეჭვდის და ლამინირების ფასი ჩათვლით შეადგენს:

    • 100 კვადრატულ მეტრამდე  ერთი ცალი გეგმის მომზადება – 50 ლარს
  • 100 დან 300 კვადრატულ მეტრამდე  ერთი ცალი გეგმის მომზადება – 100 ლარს
  • 300 დან 500 კვადრატულ მეტრამდე  ერთი ცალი გეგმის მომზადება – 130 ლარს
  • 1000 კვადრატულ მეტრამდე ერთი ცალი გეგმის მომზადება – 170 ლარს
  • 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი, ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებით – 0,35 ლარი

საევაკუაციო გეგმა მზადდება შენობის ყველა სართულზე (მანსარდაზე) ცალ-ცალკე. ერთ ცალ საევაკუაციო გეგმაში იგულისხმება ერთი კონკრეტული შენობის ერთ სიბრტყეში განლაგებული სივრცე.

მსურველმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს ტერიტორიის გენერალური გეგმა და შენობების აზომვითი ნახაზები პდფ ფორმატში, რის შემდეგაც განხორციელდება ექსპერტის ვიზიტი და მოხდება ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური მახასიათებლების შესწავლა.

ექსპერტის ვიზიტის საფასურია:

  • თბილისის მაშტაბით 20 ლარი
  • ბათუმი 50 ლარი
  • სხვა რეგიონები შეთანხმებით
Categories